დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი

ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მსგავსი შეხვედრა, ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, 16 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის „დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიებს შეადგენენ და გაცვლიან“.
„სამუშაოები გრძელდება. რუსული მხარე ასეთ სიას მოამზადებს და მას უკრაინულ მხარესთან გაცვლის“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?