ირაკლი ფავლენიშვილი – მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რაზეც, ე.წ. პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლეს ტრიბუნაზე საუბრობდა, თითქოს ვინმეს უნდა შევურიგდეთ, არამედ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი – არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს

ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რაზეც, სამწუხაროდ ე.წ. პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლეს ტრიბუნაზე საუბრობდა, თითქოს, ვინმეს უნდა შევურიგდეთ, ჩვენ არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს, ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა გმირთა მემორიალთან განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ეთნიკური წმენდის შედეგების გამოსწორება და ქართული დევნილების სახლში დაბრუნება უნდა მოხდეს.
„27 სექტემბერი რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის უალხოეს ისტორიაში. ეს დღე უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს, ჩემი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ჩვენი თაობის მისია გახლავთ, 27 სექტემბრის შექმნილი მდგომარეობა, როცა სამწუხაროდ, აღარ არის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მას აღიარებს, როგორც ჩვენს ნაწილად, ის უნდა დავიბრუნოთ და დედა სამშობლოს, ქართულ სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, აუცილებელია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და მოვითხოვოთ არა აბსტრაქტული შერიგება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, არამედ ეთნიკური წმენდის შედეგების გამოსწორება, ქართული დევნილების სახლში დაბრუნება და იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ქართველების ეთნოწმენდაში და სხვა საერთაშორისო სამართლით გათვალისიწინებულ დანაშაულებში. ამიტომ მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რაზეც სამწუხაროდ ე.წ. პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლეს ტრიბუნაზე საუბრობდა თითქოს, ვინმეს უნდა შევურიგდეთ, ჩვენ არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს, ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი. იყვნენ კონკრეტული აქტორები სეპარატისტების სახით, მაგრამ ისინი არც გამოხატავდნენ ოსების და აფხაზების ნება-სურვილს, რადგან ისინი კონკრეტული დამნაშავეები არიან, რომლებიც რუსეთს, კრემლს ემსახურებოდნენ, ჩვენი დევნილების დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა