დიმიტრი პესკოვი – ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა

ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ბრიუსელიდან სიგნალები ყოველდღიურად გვესმის. მთავარი სიგნალები ბრიუსელიდან და ევროპული დედაქალაქებიდან ახლა ევროპის მილიტარიზაციის გეგმებს ეხება, რაც კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიების შესახებ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება. ევროპა ომის პარტიად კიდევ უფრო მეტად გადაიქცა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის შესახებ მოსკოვს ბრიუსელიდან სიგნალი არ მიუღია.
„არა, არანაირი სიგნალი არ ყოფილა“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს