ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებაზე - რუსეთთან ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება

დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებაზე - რუსეთთან ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება

ულტიმატუმების ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.
„გაფრთხილებები აქამდეც მოგვისმენია. ისინი ულტიმატუმის ფორმით გაჟღერდა. ულტიმატუმების მსგავსი ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან მსგავსი ენით საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით სანქციების მომზადება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე დაიწყება.
„დრო მიდის. როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომები მომზადდება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ამის პარალელურად, ბრიუსელში ვამზადებთ სანქციების მე-17 პაკეტს“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.