პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი

დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი

აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შედგება და შესაბამისად, ინფორმაციას მათგან მიიღებთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 10 აპრილს, სტამბოლში გაიმართოს.
ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთი შაბათს, აშშ-სა და ირანს შორის ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს მიესალმება.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მომხრეები ვართ. ამიტომ, ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.