დიმიტრი პესკოვი – საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად ნამდვილად მზად არის

საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად ნამდვილად მზად არის , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„განსაზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადადგას, ეს მართლაც ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამისთვის მზად არის და ვისაც ეს სურს“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ „მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს“.
„მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – აღნიშნა გალუზინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე