ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - არ ვიცი, მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს გამარჯვებას - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა

დიმიტრი პესკოვი - არ ვიცი, მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს გამარჯვებას - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა

არ ვიცი მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს გამარჯვებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა“.
„პრეზიდენტის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას, ცნობები არ მაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომშია ჩართული“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.