დიმიტრი პესკოვი – ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ვემზადებით

ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამერიკელ კოლეგებთან გარკვეულ კონტაქტებს ნამდვილად ვამზადებთ, რათა ამერიკელების მიერ ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, გამოცემა Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შაბათ -კვირას მაიამიში -სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართება.
გამოცემის ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება, ხოლო ამერიკულ მხარეს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის