ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ ერთი ტყუილი იქნება - ჩვენ მშვიდობისთვის ვმუშაობთ

დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ ერთი ტყუილი იქნება - ჩვენ მშვიდობისთვის ვმუშაობთ

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ ერთი ტყუილი იქნება - ჩვენ მშვიდობისთვის ვმუშაობთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობის მისაღწევად ვიმუშაოთ და არა ცეცხლის შეწყვეტისთვის. ცეცხლის შეწყვეტა შესვენებაა, კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი დროის გაჭიანურებაა. საჭიროა მშვიდობა“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, უკრაინაში ტერიტორიების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მიზნით ცეცხლის შეწყვეტას რუსეთი ეწინააღმდეგება.
„თუ საუბარია იმის შესახებ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ან ფრონტზე პაუზის საბაბი შეიქმნას, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.