ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ამერიკული მხარე უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს ამ დღეებში შეგვატყობინებს

დიმიტრი პესკოვი - ამერიკული მხარე უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს ამ დღეებში შეგვატყობინებს

ამერიკული მხარე, ამ დღეებში, უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს შეგვატყობინებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ დღეებში ამერიკელებთან კონტაქტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ როგორც გუშინ ჯიდაში ითქვა, სახელმწიფო მდივანი რუბიო და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში უოლცი ამ დღეებში სხვადასხვა არხებით შეგვატყობინებენ მოლაპარაკებების დეტალებსა და მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხში მოვლენებს წინ გაუსწროს.
„თქვენ მოვლენებს ცოტათი წინ უსწრებთ, ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. პირველ რიგში, აშშ-დან ინფორმაცია უნდა მივიღოთ. ჩვენ ჯიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვსწავლობთ და ერთობლივი განცხადების ტექსტს ვეცნობით“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.