ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დილერების 90-95% გაჩერებულია. გაჩნდა შემთხვევები რომ 1995-96 წლების ავტომობილებს ყიდულობენ - Carmark(bm.ge)

ავტომობილების განბაჟების გადასახადი მკვეთრი ზრდის გამო, ბაზარზე გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, ბიზნესში კი გამოსავლის ძიებაშია.Carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას გაყიდვების 65%-იანი ვარდნა აქვს, ხოლო ინდივიდუალური დილერები,, რომლებიც ავტომობილების რეალიზაციით იყვნენ დაკავებულები, ფაქტობრივად გაჩერებულნი არიან.„დილერები ფაქტობრივად, გაჩერებულნი არიან. აქ 90-95%-იანი კლება გვაქვს. დაბნეულები არიან და არ იციან, რა მარკის და ფასის ავტომობილები წამოიყვანონ რეალიზაციისთვის,“ - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.მისივე განმარტებით, შექმნილი ვითარებაში ერთადერთი სეგმენტი რომელიც მუშაობს ე.წ „დაშლილებია“. ასეთ შემთხვევაში განბაჟება ბევრად იაფი ჯდება და ბიზნესიც მოგებიანია.„მეორადი ნაწილების მიმართულებაა ძალიან გააქტიურებული, რადგან აღმოაჩინეს როგორ იმუშაონ - ყიდულობენ ძველ ავტომობილებს, ჭრიან ადგილზე აშშ-ში და როგორც ჯართი, როგორც ნაწილები, ისე შემოაქვთ და განბაჟება იაფი უჯდებათ. საერთო ჯამში მოგებიანია მათთვის და ამ მიმართულებაზე ზრდა გვაქვს“, - ამბობს „საქმის კურსთან“ კუხიანიძე.ირაკლი კუხიანიძის თქმით, რეგულაციამ საინტერესო გავლენა მოახდინა მომხმარებლის ქცევაზე. იმის გამო, რომ საშუალო ასაკის ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა, მომხმარებლები არჩევანს კიდევ უფრო ძველ, 90-იანი წლების მოდელებზე აკეთებენ, რათა განბაჟების დაბალი ხარჯით ისარგებლონ.„ვიღაცას ჰქონდა ფული, რომ უნდა ეყიდა 2017-იანი „მერსედესი“ ან „ტოიოტა“, მაგრამ რადგან იმ ფასად ვეღარ ყიდულობს 2020 წლის მოდელს, ცდილობს იყიდოს სხვა ბრენდი ან სულაც 95-96 წლის ავტომობილი, რადგან მათი განბაჟება იაფია და ბიუჯეტშიც ეტევა“ - აღნიშნავს რესპონდენტი.შეგახსენებთ, 1 აპრილიდან აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.