ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ცხრა სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ცხრა სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ცხრა სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.
შეიცვალა მოედნების დაზიანებული ხელოვნური საფარი, მავთულბადე, აღდგა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, მოწესრიგდა მოედნების კარკასი.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 515 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.