ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, მიწისქვეშა სამუშაოები სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. 22-ე, 130-ე და 140-ე საჯარო სკოლებში სანიაღვრე სისტემა ეწყობა.
გარდა ამისა, გამგეობამ რაიონში არსებულ შვიდ საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა, გაკეთდა სკოლების დაზიანებული სახურავები და წყალსაწრეტი მილები, მოწესრიგდა გათბობის სისტემა, მოეწყო ღობეები, საკლასო ოთახებსა და დერეფნებში, ასევე, მოწესრიგდა იატაკი.
სამუშაოების დასრულების შემდგომ, სკოლების ტერიტორიაზე ასფალტის საფარიც მოწესრიგდება.
მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 505 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიდუბისა და დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატებთან გივი ჩხარტიშვილთან და შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და სკოლის დირექტორებს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.