ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები იმ პიროვნებებზე ვრცელდება, რომლებიც „ჰამასის“ დაფინანსებაში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის ირანიდან.
„ეს სანქციები „ჰამასს“ მკაფიო მესიჯს უგზავნის. დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ მათთვის, ვინც ტერორისტულ ქმედებებს აფინანსებს, დასამალი ადგილი არ იყოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შესახებ აშშ-თან შეთანხმდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.