ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირმა "ჰამასთან" დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა "ჰამასთან" დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა. მათ აქტივები გაეყინათ და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესდათ.
EU-მ "ჰამასის" წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, "ჰამასის" ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, "ჰამასის" უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.
სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება და საჭიროებისამებრ, განიხილება, განახლდება და შეიცვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.