ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდმა ბრიტანეთმა ჩინჩალაძესა და მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ჩინჩალაძესა და მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილიდან განაახლა,მათ მიერ სანქცირებული პირების სია. სიას 13 ჩანაწერი დაემატა. საუბარია ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლ ქვეშ არსებული კომპანიების აქტივების გადაღებაზე. ყადაღა შეეხება მათ ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს.
დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ვინაიდან მასთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი რომ გარეული იყო კორუფციულ გარიგებებში.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები შეეხო ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს. სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ მურუსიძე ჩართული იყო და არის კორუფციულ გარიგებებში.
ვაშინგტონმა სავიზო სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს, ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში დაუწესა. „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“.
მაშინ ლევნა მურისიძემ თქვა, რომ ეს მისი "პირადი პრობლემა და ამას თავს გავართმევ".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.