დიდმა ბრიტანეთმა მურუსიძეს და ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს.
მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების სიაში მოხვდნენ.
ხაზინის ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის ოფისის თანახმად, არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩართული იყვნენ ან არიან კორუფციაში; და გამორიცხული არ არის, რომ მათ ფინანსური სარგებელი მიიღეს „ქართული ოცნების“ ინტერესებთან შესაბამისი გადაწყვეტილებების და დანიშვნებისათვის.
ბრიტანეთის ფინანსური სანქციები ითვალისწინებს მურუსიძისა და ჩინჩალაძის აქტივების გაყინვას.
შეგახსენებთ, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ასევე სანქცირებულები არიან -ისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების