ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ექსტრემისტი ისრაელის მოქალაქე ახალმოსახლეები პალესტინელებს ემუქრებიან, ხშირად იარაღის გამოყენებით და აიძულებენ დატოვონ მიწა, რომელიც კანონიერად მათ ეკუთვნით“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„ეს საქციელი უკანონო და მიუღებელია. ისრაელმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს და ახალმოსახლეების ძალადობა შეაჩეროს. ძალიან ხშირად ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვხედავთ, მაგრამ მათი შესრულება არ ხდება“, - აღნიშნა დევიდ კამერონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.