ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

ომი ახლო აღმოსავლეთში და ირანის თავდასხმა ისრაელზე მთავარი საკითხები იქნება დღეს, 14 აპრილს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების შეკრებაზე. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება და ის იტალიის ინიციატივით გაიმართება.
მთავარი სასაუბრო თემა ირანიდან მომდინარე საფრთხეები და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იქნება. შეხვედრას წინ უსწრებდა „შურისძიების მოტივით“ ირანის თავდასხმა ისრაელზე.
ირანმა 13-14 აპრილს ისრაელზე იერიშები 300-ზე მეტი დრონითა და რაკეტით მიიტანა, თუმცა ისრაელის თავდაცვამ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორი, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, რაკეტების 99 პროცენტი გაანადგურა.
ისრაელი ამბობს, რომ ირანი თავდასხმისთვის პასუხს აგებს „როცა ამის დრო მოვა“. ირანი კი აცხადებს, რომ თუ ისრაელი საპასუხო მოქმედებებზე გადავა, ამას ირანის მხრიდან ისრაელზე უფრო მასშტაბური იერიში მოჰყვება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.