“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრები კანადაში შეხვედრას მართავენ

“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრები კანადაში შეხვედრას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც აღინიშნება, საუბრის მთავარი თემა უკრაინა იქნება.
მასპინძელი ქვეყნის, კანადის, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ “ჩვენ ყველას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს” და იმედი გამოთქვა, რომ გზები იქნება გამონახული, რათა მათ ერთად შეძლონ “რუსეთის უკანონო აგრესიის წინაშე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მას არ სურს, რომ “დიდი შვიდეული” რუსეთთან მიმართებაში “მტრულ” ენას იყენებდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი – რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები – ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას