„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, ვირტუალურ შეხვედრას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა გაუძღვება და უკრაინის პრეზიდენტი პირველ ნაწილს შეუერთდება.
უკრაინის საკითხის გარდა, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ახლო აღმოსავლეთის, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრებენ.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!