“უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს იაპონია? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” და NATO-ს პირობებს?” – ბაიდენი სენატს

აშშ-ის პრეზიდენტი სენატს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მხარდაჭერას მოუწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“მე ვიცი, რომ შიგნით უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას იზამს შეერთებული შტატები. ვფიქრობ, უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც ახლა უკრაინას უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება NATO-ს პირობებს, რას გააკეთებენ ისინი? ჩვენ თუ გვერდით გავალთ, სხვა შესაძლო აგრესორებს ეს მხოლოდ წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, ქნას სწორი რამ – მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ. მხარი დაუჭიროს თავისუფლებას”, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”