ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება – კობახიძე

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"მინდა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს. ასევე, ძალოვანმა უწყებებმა - მათ შორის, შსს-მ. ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა ძალიან მძიმე დანაშაულია. განსაკუთრებით, როცა დიდ ოდენობაზეა საუბარი - იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობისა და მომავალი თაობისთვის სტრატეგიული რესურსი ნადგურდება. შესაბამისად, აქაც მაქსიმალური ყურადღება და სიმკაცრე გვჭირდება.
მე ვფიქრობ, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიმუშაოთ, რომლის საფუძველზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყონებლივ დავიწყებთ". - თქვა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.