ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო თანდილაშვილი - მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელის გამკაცრების თაობაზე

ბოლო წლებში ჩავატარეთ ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გამოავლინა, რომ ჩვენი ქვეყნის ტყეებს, კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლის გამკაცრების მიმართულებით აქტიურად მუშაობდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნინო თანდილაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაც.
„მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის 44% დაფარულია ტყეებით. ტყეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის, ტყეები ძალიან დიდი სიმდიდრეა; ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების მიმართ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამკაცრებული. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ასეთი ფაქტების პრევენცია და ამ ყველაფერს ბუნებრივია უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. აქვე ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ჩავატარეთ ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გამოავლინა, რომ ჩვენი ქვეყნის ტყეებს, კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა კონტროლის გამკაცრების მიმართულებით. კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა, რომლის განცხადებასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.