ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს" - დეკანოიძე ლაზარეს შეწყალებაზე

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
"ეს 9 წელიც ძალიან ცინიკურია, გულწრფელად რომ გითხრათ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად დაშინებისა, რეპრესიისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, რომელიც რეალურად, ჩვენი უფლებების, ადამიანის უფლებების საკუთრების დაცვას მოემსახურება, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რეპრესიული მიდგომა.
შეწყალებაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ლაზარე გრიგორიადისის საქმე არის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო საქმე იმის, რომ შარშან სახელმწიფო გავიდა, ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის მიღმა, კონსტიტუციის ჩარჩოს მიღმა, ისევე, როგორც წელს", - თქვა დეკანოიძემ.
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.