ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია მოუწოდებს ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს

მოვუწოდებთ ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს, - ამის შესახებ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განვიხილეთ. დაძაბულობის დეესკალაციისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოვხატეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების შესახებ აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის მოწოდებას მხარს უჭერენ.
„ირანის აგრესიისგან და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმებისგან ისრაელის დასაცავად მხარდაჭერა გამოვხატეთ. მოვუწოდეთ ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს და მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში რეგიონული უსაფრთოხებისთვის სერიოზული შედეგები განვიხილეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.