ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი გამოდიან ახლო აღმოსავლეთში ვითარების "დეესკალაციის" მოწოდებით

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები გამოვიდნენ ახლო აღმოსავლეთში ვითარების "დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის" მოწოდებებით და ირანსა და მის მოკავშირეებს მიმართეს თხოვნით, არ გამოუთხარონ ძირი ღაზაში "ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევალთა გათავისუფლებაზე დათანხმების შესაძლებლობას".
12 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმებიან აშშ-ის და რეგიონის წარმომადგენლების მოწოდებებს, დაუყოვნებლივ აღდგეს მოლაპარაკებები ისრაელსა და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს შორის. მათი თქმით, ამგვარი მოლაპარაკებების "მეტი დაყოვნება" დაუშვებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.