ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი - დიდი ბრიტანეთი წითელ ზღვაში ავიამზიდის გასაგზავნად მზად არის

დიდი ბრიტანეთი წითელ ზღვაში ავიამზიდის გასაგზავნად მზად არის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.
„ამერიკული ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower იქ სამუდამოდ ვერ დარჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ავიამზიდის გავლენა შევინარჩუნოთ, ჩვენ ამ შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ამერიკელებთან მუშაობა შეგვიძლია“, - განაცხადა ჯეიმს ჰიპიმ.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში ამჟამად ორი მოქმედი ავიამზიდი HMS Prince of Wales და HMS Queen Elizabeth შედის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.