ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინელებისთვის მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას მოითხოვს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ისრაელში სტუმრობისას მასპინძლებისგან მოითხოვა, მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ პალესტინელებს ღაზის სექტორში.
კემერონის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ უნდა შეწყდეს ცეცხლი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით. ბრიტანელი მინისტრის თანახმად, ის შეხვდა ასევე პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.
კემერონის სიტყვებით, ბრიტანეთი კატართან ერთად მუშაობს, რათა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს. მისი თქმით, 25 დეკემბერს კარვები გაიგზავნება ეგვიპტეში და შემდეგ სახმელეთო გზით – ღაზის სექტორში.
ისრაელმა -ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფებამ ისრაელის ქალაქებზე იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და გაიტაცეს. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 25 000-ზე მეტი ადამიანი. 2023 წლის ნოემბერში მიღწეული ერთკვირიანი ზავისას გათავისუფლდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი. სანაცვლოდ ისრაელის საპატიმროებიდან გაათავისუფლეს 240-მდე პალესტინელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა