დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი – „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს

„ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, – ასე გამოეხმაურა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.
„საქართველოში გავლენიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის ბოიკოტირებისთვის პატიმრობის მისჯა არჩევნებში კონკურენტების დაბლოკვის მიზნით გადადგმული აშკარა ნაბიჯია. „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს“, – წერს სტივენ დაუთი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას