– რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწმეები ამ ისტორიული უსამართლობის, მაქსიმალურად ვიაროთ სასამართლო პროცესებზე

სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვა ცალსახად არის მოსამართლეების მოთხოვნა, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, საჭიროა, სასამართლო პროცესებზე საზოგადოების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა დაესწროს, რადგან “ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა”.
„სრულიად არადემოკრატიული მეთოდით, “ქართულმა ოცნებამ” დახურა სასამართლო პროცესები. არ იქნება შესაძლებელი მედია გაშუქება. რატომ?! ცალსახად ეს არის მოსამართლეების მოთხოვნა, რადგან ხალხის დასწრება გარკვეულწილად უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას. გაშუქება არის გარკვეული წნეხი და ანგარიშვალდებულება. 2007 წელს, სწორედ ასე დაიხურა სასამართლო სხდომები “ნაციონალური მოძრაობის” დროს, გირგვლიანის პროცესების მერე, რომლის მონაწილე ვიყავი მე და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ დაიხურა პროცესები, რათა მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მარტივად მიეღოთ. ახლაც მსგავს სიტუაციაში ვართ, იხურება პროცესები, რადგან პოლიტიკური წნეხი მაღალია. რა უნდა ვქნათ ახალ რეალობაში?! ფიზიკურად, მაქსიმალურად ბევრმა უნდა ვიაროთ პროცესებზე. ამას აქ რამდენიმე ახსნა. პირველი ის, რომ ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა. მეორე ეს არის ბრალდებულების გამხსნევება. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. მესამე კი, თვით ცრუ მოწმებმაც უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებამ მათ შესახებ იცის. მაქსიმალურად დავესწროთ სხდომებს და ჩვენი ფიზიკურო ყოფნით დავდგეთ სიმართლის მხარეს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად