არქივი17 იანვარი, 2024, 11:12
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი დავოსში ენტონი ბლინკენს და დმიტრო კულებას შეხვდება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი დავოსში ენტონი ბლინკენს და დმიტრო კულებას შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან არასტაბილურ, გაურკვეველ და საშიშ დროში ვცხოვრობთ“, - განაცხადა დევიდ კამერონმა დავოსში გამგზავრებამდე.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დავოსში კამერონი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს და სხვა გლობალურ საკითხებს განიხილავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.