ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესსპიკერმა განაცხადა.
კირ სტარმერს, ჯო ბაიდენს, ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა შაბათს, ბერლინში გაიმართება.
„ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, 12 ოქტომბერს გერმანიაში „რამშტაინის“ 25-ე შეხვედრა გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.