დიდი ბრიტანეთის მთავრობა – კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით

კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
„მათ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, მკვლელობების შესაჩერებლად და რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს. ისინი მიესალმნენ მშვიდობის მიღწევის მიზნით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და შეთანხმდნენ, რომ მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებმა, კირ სტარმერმა და მარკ კარნიმ აღნიშნეს, რომ უკრაინის მომავალი თავისუფალი და სუვერენული უნდა იყოს.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე