ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა.
„გუშინ, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, დღეს კი ორმხრივ ფორმატში, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინები განვიხილეთ. ასევე, დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რაც შეიძლება მდგრადი მშვიდობის ჭეშმარიტი საფუძველი გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთზე ზეწოლას წარმატებით განახორციელებს, რათა მან მკვლელობები შეწყვიტოს და ნამდვილ დიპლომატიაში ჩაერთოს“, – წერს X-ზე.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და დრონების წარმოების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა.
„დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი იყო დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება. წარმოების გასაზრდელად მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს და ამისთვის დაფინანსება გვჭირდება. ამ საკითხზე დიდ ბრიტანეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვთანამშრომლობთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად