ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე კვლავაც ვგლოვობთ და ვლოცულობთ თქვენთვის. მუდამ მაოცებს უკრაინელი ხალხის მიერ გამოვლენილი სიმამაცე, გამბედაობა და გამძლეობა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე კვლავაც ვგლოვობთ და ვლოცულობთ თქვენთვის. მუდამ მაოცებს უკრაინელი ხალხის მიერ გამოვლენილი სიმამაცე, გამბედაობა და გამძლეობა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ უკრაინას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით მიმართა. განცხადება დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ X ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„ახლოვდება თქვენს საყვარელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი. ეს არის დიდი ტანჯვის დრო უკრაინასა და მსოფლიოში მრავალი ოჯახისთვის - მე და ჩემი მეუღლე კვლავაც ვგლოვობთ და ვლოცულობთ თქვენთვის. მე მუდამ მაოცებს უკრაინელი ხალხის მიერ გამოვლენილი სიმამაცე, გამბედაობა და გამძლეობა“ | ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.