დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კემი ბეიდინოკი გახდა

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კემი ბეიდინოკი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის კემი ბეიდინოკმა ხმების უმრავლესობა მიიღო, მეორე ადგილზე კი იმიგრაციის ყოფილი მინისტრი, რობერტ იენრიკი გავიდა.
„ჩემთვის ამ თანამდებობაზე არჩევა, ამ პარტიის ხელმძღვანელობა დიდი პატივია, პარტიის, რომელიც მიყვარს და პარტიის, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა“, – განაცხადა კემი ბეიდინოკმა თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.
კემი ბეიდინოკი 2017 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობაზე კი მან რიში სუნაკი შეცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ