ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - ტრამპი

დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - ტრამპი

დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა „ძალიან სახიფათოა“.
„მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა მეუღლის, მელანია ტრამპის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა ბრიტანეთის მიერ ჩინეთთან ბიზნეს კავშირების გაძლიერებაზე.
ამასთან, როგორც მედია წერს, თავად ტრამპი ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს აპრილში გეგმავს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შედეგად, ორმა ქვეყანამ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ათი ხელშეკრულება გააფორმა. მედიის ცნობით, ხელშეკრულებები ეხება თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამშრომლობას ჯანდაცვის, პროფესიული განათლების, შინ მოვლისა და სპორტის ინდუსტრიის სფეროებში. შეთანხმება ასევე მოიცავს ბრიტანეთიდან ჩინეთში ექსპორტის გაფართოებასა და ბრიტანეთისა და ჩინეთის ერთობლივი ეკონომიკური სავაჭრო კომისიის თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.