ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ს ძალიან არსებითი პასუხი ექნება, თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს - ტრამპი

აშშ-ს ძალიან არსებითი პასუხი ექნება, თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს - ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს „ძალიან არსებითი“ პასუხი ექნება, თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ვაშინგტონი მნიშვნელოვან რეაგირებას მოახდენს, თუ კანადა გააგრძელებს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების შესრულებას.
„ისინი თუ ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რამეს გავაკეთებთ, რადგან შეგვიძლია. ჩვენ გვექნება შესანიშნავი ურთიერთობა ჩინეთთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან, მაგრამ არ გვინდა, რომ ჩინეთმა კანადა დაიპყროს. თუ ისინი იმ შეთანხმებას მიაღწევენ, რომლის დადებასაც ის ცდილობს, ჩინეთი კანადას დაიპყრობს და პირველი, რასაც ისინი გააკეთებენ, ჰოკეი აღარ იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.