ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდთოვლობა კახეთში – ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, არ არის ელექტროენერგია

დიდთოვლობა კახეთში – ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, არ არის ელექტროენერგია

დიდთოვლობის გამო, კახეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, მთლიანად შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი.
თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგიაც.
კახეთის გუბერნატორის, გიორგი ალადაშვილის განმარტებით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“რვავე მუნიციპალიტეტში დიდი თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. რვავე მუნიციპალიტეტში, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ღამიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა და ხდება ტექნიკური მარილის გაშლა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ეტაპობრივად მოხდება ელექტროენერგიის მიწოდებაც”- განაცხადა ალადაშვილმა.
კახეთში მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია ვაზიანი- გომბორი- თელავის მიმართულებითაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.