ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილია – ირაკლი ქარსელაძე

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილია – ირაკლი ქარსელაძე

„როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილია. ასევე, ინტენსიურად და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა უკვე მუნიციპალურ გზებზე,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების შეფასებისას.
როგორც მან გურიაში მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად, გამოწვევები რჩება, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზაციის შედეგად, არის პროგრესი.
„რა თქმა უნდა, ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოვლს. თუმცა, აქაც არის პროგრესი და დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი ღონისძიების გატარება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.