ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დე ძერბი: იმედი მაქვს, პრემიერლიგაში დავბრუნდები

"ბრაიტონის" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მუშაობის გაგრძელება კვლავ პრემიერლიგაში სურს, თუმცა ამ დროისთვის არანაირი შეთავაზება არ აქვს.
"ჯერჯერობით მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებ. იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგაში მუშობის შესაძლებლობა კვლავ მომეცემა, არ ვიცი სად და როდის მაგრამ პრემიერლიგაში მუშაობა დიდი პატივია", - განაცხადა დე ძერბიმ.
შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი "ბრაიტონს" 2022 წლიდან წვრთნიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.