ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეს არასერიოზულია - მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც, იმედი მაქვს, მომავალში ასეთ აქტებს აღარ ვიხილავთ“ - ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლაზე

„ეს არასერიოზულია - მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც, იმედი მაქვს, მომავალში ასეთ აქტებს აღარ ვიხილავთ“ - ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლაზე
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა არასერიოზულია.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე.
„ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ", - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.