არქივი21 თებერვალი, 2024, 16:52
დე ლაურენტისმა ლაპორტა რესტორანში დაპატიჟა და ფავორიტი დაასახელა
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ, "ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სადილზე რესტორან "პალაცო პეტრუჩიში" უმასპინძლა.
სადილზე აურელიოს აგრეთვე შვილი ედოარდო, "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი და კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი დეკო იყვნენ.
კითხვაზე, ვინაა ფავორიტი, აურელიო დე ლაურენტისმა უპასუხა - კარგი თამაში.
აურელიო ჰამშიკს კლუბში სამუშაოდ იწვევს, მაგრამ სლოვაკი ჯერ თავს იკავებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.