არქივი23 თებერვალი, 2024, 15:36
გორის ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა – დაშავებულია ერთი პირი
გორის ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა, დაშავებულია ერთი პირი, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის პროკურატურამ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, ბრალი მშენებელ-ინჟინერს წაუყენა.
ადვოკატის თქმით, შემთხვევა სპორტკაფეში მოხდა. პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მშენებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.