ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დე ლაურენტისი კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

"ნაპოლის" ხელმძღვანელები მწვრთნელის შერჩევას აგრძელებენ. ზაფხულში გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი ფრანჩესკო კალცონა დატოვებს, მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ესპოზიტომ Areanapoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს დაუკავშირდა.
"აურელიო დე ლაურენტისი იურგენ კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა, კლოპი ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობიდან დისტანცირებას აპირებს, თუმცა ვნახოთ რა მოხდება", - განაცხადა ესპოზიტომ.
შეგახსენებთ, კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" დატოვებს, გერმანელს კი დიდი ალბათობით, "ფეიენოორდის" თავკაცი არნე სლოტი შეცვლის.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.