ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს 7 ფეხბურთელი ხელშეუხებელია" - ცნობილია, რომელი მოთამაშეების გასხვისებას არ გეგმავს დე ლაურენტისი

"ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვიდი ხელშეუხებელი ფეხბურთელი ეყოლება, ამის შესახებ ინფორმაციას Repubblica ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, სირილ ნგონგეს, სტანისლავ ლობოტკას, ამირ რაჰმანის, მატიას ოლივერასა და ფრანგ ზამბო-ანგისას შენარჩუნებას გეგმავს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში ნეაპოლური კლუბისთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იქნება.
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონში ვიქტორ ოსიმენს "პარტენოპეის" რიგებში ვეღარ ვიხილავთ, დიდი ალბათობით, ნიგერიელი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.