დეპუტატ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ, “ხალხის ძალის” წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილში დეპუტატი კაჭარავა შენიშნეს, რა დროსაც მას ჰკითხეს, რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

საბოლოოდ დეპუტატი და აქციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

“ჩვენ მივესალმებით მუხლობრივ განხილვას. ჩვენ დღემდე ვერ ვნახეთ ვერცერთი არგუმენტი, რატომ არის კანონი რუსული.

თუ კონსტრუქციულ განხილვაში გადაინაცვლებთ, კარგი იქნება. ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ საუბარს. კი ბატონო, ჩვენც მზად ვართ, კონსტრუქციული საუბრისთვის. შეხვედრა იქნება”,- განაცხადა კაჭარავამ.

დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების განცხადებებზე და შესაძლო სანქციებზე.

კაჭარავას თქმით, “ერთეული ევროპარლამენტარების განცხადებას არ აქვს დიდი მნიშვნელობა”.

“ძალიან დიდი ხანია საუბრობენ ს დასანქცირებაზე და ისედაც დასანქცირებულია”, – განაცხადა კაჭარავამ.

ასევე დაგაინტერესებთ