ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დენის შმიგალი - რუსეთმა უკრაინის ქვესადგურებს კასეტური რაკეტებით პირველად შეუტია, მაგრამ თავდაცვამ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანა

რუსეთის ფედერაციამ 26 სექტემბერს უკრაინის ქვესადგურებს კასეტური რაკეტებით შეუტია, მაგრამ თავდაცვის წყალობით, დანაკარგი ძალიან მცირე იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ფედერაციამ, სარაკეტო თავდასხმის დროს, უკრაინის ქვესადგურების წინააღმდეგ კასეტური რაკეტები გამოიყენა.
„გუშინ, ათობით დარტყმიდან, ჩვენ დავკარგეთ ძალიან მცირე რაოდენობით აღჭურვილობა დაცვის პირველი და მეორე დონის წყალობით,“ - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე კიევის ჰიდროელექტროსადგური იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.