რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით დაარტყა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას ღამით ათობით ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, დილით კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბალისტიკური და „ჰიპერბგერითი“ რაკეტები გაუშვეს.
იყო ცნობები ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების შესახებ, ასევე ცნობილია, რომ კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, დასავლეთ რეგიონებს კი – ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტებით.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედეროვის განცხადებით, მტერმა ოლქზე დრონების გამოყენებით შვიდი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. მისივე თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა კერძო სახლები დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…